მიზანი

უნივერსიტეტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, ასაკის შეუზღუდავად, მისცეს საშუალება მიიღონ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია.

 

უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი მსმენელს საშუალებას აძლევს:

 

ადაპტირებული ფორმით მიიღოს რთული სასწავლო მასალა;

 

იოლად და ეფექტურად აითვისოს მაპროფილებელი დისციპლინები;

 

 

უნივერსიტეტის შესახებ

სასწავლო პროცესი

სტუდენტები

პედკოლექტივი

ადმინისტრაცია

დამფუძნებლები

კითხვები

32/34 ალ.ყაზბეგის გამ.

 თბილისი. 0177

ტელ.: +995 32 397610

მობ.: +995 99 242466

ფაქ.: +995 32 343847

E-Mail: info@ssmu.edu.ge

დებულება

ინტერიერი

გამოიმუშაოს პროფესიულ ლიტერატურასთან მუშაობის ჩვევები.

სასწავლო პროცესში გამოყენებული მულტილინგვური (მრავალენოვანი) გარემო მსმენელს უყალიბებს არსებული პრობლემის თანამედროვე ხედვას და არიდებს მას სტერეოტიპულ აზროვნებას, რომელიც ჯერ კიდევ მყარადაა ფესვგადგმული საქართველოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემაში.

 

მსმენელი სისტემატურად და მეთოდურად არის დატვირთული სასწავლო მასალის ათვისებით, რაც საშუალებას აძლევს მას რაციონალურად გაანაწილოს დრო სასწავლო კვირის განმავლობაში და უყალიბებს მას  დროის ყადრის“ ცნებისადმი პრაგმატულ მიდგომას: დავამთავრე საქმე, ესე იგი მაქვს დრო დასვენებისათვის“.

 

ჩვენი უნივერსიტეტის ბრიტანულ საგანმანათლებლო და საწარმოო ორგანიზაციებთან პირდაპირი კავშირები მსმენელს აძლევს საზღვარგარეთ დასაქმების პერსპექტივას.

 

ჯანმრთელი ცხოვრების სტილი – განუწყვეტელი კავშირი სპორტთან და ხელოვნებასთან აყალიბებს მსმენელს ჰარმონიულად განვითარებულ პიროვნებად.

 

მსმენელთა შეზღუდული რაოდენობა  –  10-12 მოსწავლე თითოეულ ჯგუფში სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც სასწავლო მასალის ეფექტურ და იოლ ათვისებას უწყობს ხელს.

 

თანამედროვე სტანდარტის სასწავლო პროგრამები და გეგმები მოიცავს მხოლოდ საერთაშორისო კლასის სპეციალისტის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ მასალებს.

 

 

 

ახალი ამბები...

ვაკანსიები